ექსკურსიები



2015 წლის ბოლოს ექსკურსიაზე წავედით ტანძიაში , სულხან- საბა ორბელიანის სახლ - მუზეუმის დასათვალიერებლად .ვიყავით დმანისში და მოვინახულეთ ბოლნისის სიონი. მუზეუმში დაცულია სულხან- საბა ორბელიანისა და  მისი ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, ფოტომასალები , დოკუმენტები, სულხან- საბას ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები.
































პირველი ევროპელები , რომლებმაც ვერ შეძლეს არსებობა და გამოიქცნენ , ირჩევენ ისეთ საცხოვრებელ ადგილს , რომელიც მათ შეაძლებინებს არსებობას. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ჰომინიდთა უძველესი თავის ქალები და ყბის ძვლები , რომლებსაც  მოგვიანებით " ჰომო გეორგუს " შეარქვეს .პირველად აქ  იპოვეს ქალისა და მამაკაცის თავის ქალები , მათი სახელები ზეზვა და მზია ქართულია და ყველა ენაზე " დაუმახინჯებლად" ითარგმნება . დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ჩონჩხის ნაწილები , გადაშენებულ ცხოველთა კარგად შემონახული თავის ქალები და ქვის იარაღები დაახლოებით 1, 7 - 1, 8 მილიონი წლით თარიღდება .ამ აღმოჩენებმა შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომონიდების პირველი განსახლების შსახებ და ევრაზიის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია.დღეს დმანისის აღმოჩენამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ..საქართველოში მცხოვრები ადამიანები ამაყობენ ამით, უამრავი ტურიტი ჩამოდის ჩვენს სამშობლოში სწორედ პირველი ევროპელების სანახავად . ამიტომ მოსწავლეებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ ამ აღმოჩენების შესახებ, თუნდაც მეგზურობა გაუწიონ ჩამოსულ სტუმრებს და პრეისტორიული ხანა შეისწავლონ უკეთესად.






























Комментариев нет:

Отправить комментарий