დამრიგებლის მოვალეობები

სადამრიგებლო პროგრამა


„სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი, დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს… თვითმმართველობის შემოღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება. მომავლის სკოლა, რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს საკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას, ინიციატივას, შეუპოვრობას“.
დიმიტრი უზნაძე, 1917 










სადამრიგებლო პროგრამა
მოსწავლეების ჯგუფებად გადანაწილება ე. წ. სადამრიგებლოებად ხდება კლასების მიხედვით; თითოეულ კლასს ჰყავს ერთი.  დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექცია.
სადამრიგებლო პროგრამა
მოსწავლეების ჯგუფებად გადანაწილება ე. წ. სადამრიგებლოებად ხდება კლასების მიხედვით; თითოეულ კლასს ჰყავს ერთი.  დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექცია.
1.სადამრიგებლო საუბრები მოქცეულია შემდეგ ხუთ მიმართულებაში:
1. ზნეობრივი აღზრდა
2. უსაფრთხოება და ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერება
3. პიროვნული და მორალური განვითარება
4. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
5. თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა
სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ
სადამრიგებლო საუბრები შეიძლება შედგეს როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც. მაგ., ექსკურსიაზე.

2.დამრიგებლის მოვალეობები
1.       მოსწავლის დახმარება აკადემური თუ სხვა სახის პრობლემის გადაჭრაში.
2.       სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლის და მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ  გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ
3.       თუ მოსწავლე სკოლას აცდენს ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი
4.       დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგანის მასწავლებელებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. ყოველი სემესტრის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს თთოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრსით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ზნეობრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.
1.       მკაცრი კონტროლი დააწესოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე, საკლასო  ჟურნალის წარმოებაზე.
2.       დამრიგებელი პასუხისმგებელის მოსწავლეთა ფორმიანობაზე.
3.       დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს. გააკონტროლოს სამასწავლებლოდან ჟურნალის გატანის და დაბრუნების ფაქტი. სისტემატურად ჩაატაროს სააღმზრდელო საათები და კლასის ღონისძიებები. დროულად აცნობოს მოსწავლეებსა და მშობლებს დირექციის გადაწყვეტილებები და სკოლის სიახლეები.
4.       იზრუნოს კლასის პორტფოლიოზე (თითოეული მოსწავლის პირადი საქმე, დახასიათება, აკადემიური მოსწრება, უნარ-ჩვევებისა და ყოფაქცევის დაფიქსირება);
5.       შინაგანაწესის დამრღვევ მოსწავლეს გაფრთხილების მიცემისას ჩამოართვას ახსნა-განმარტება წერილობით, ხელმოწერით დამოწმებული;
6.       სამუშაო დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციოს თავის კლასს, იზრუნოს ბავშვების უსაფრთხოებასა და წესრიგზე, თვალყური ადევნოს დასვენების დროს (აღმზრდელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას სკოლის შენობასა და ეზოში ბავშვების ყოფნისას დირექციის მიერ დადგენილი წესები, თვალყური ადევნოს ბავშვებს ყოველ დასვენებაზე);
7.       აკადემიური ჩამორჩენის ან მოსწავლის ქცევის წესების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში აცნობოს მშობელს, მიმართოს სკოლის მოძღვარს დახმარებისთვის, რათა დაადგინოს და დროულად აღმოფხვრას აღნიშნული პრობლემები;
8.       დღის მეორე ნახევარში გადააბაროს კლასი გახანგრძლივებულის პედაგოგს, მისცეს მითითებები და მოისმინოს წინა დღის ანგარიში;
9.       თვეში ერთხელ წაიყვანოს აღსაზრდელები საღმრთო ლიტურგიაზე. მოიძიოს და მიაწოდოს მათ ტაძრისა და ამ ტაძარში არსებულ სიწმინდეთა ისტორია. გამოუმუშაოს ეკლესიური ცხოვრების ელემენტარული ჩვევები (პირჯვრის გამოსახვა, ტაძარში დგომის კულტურა, სახარებისა და სიწმინდეების პატივისცემა, სურვილისამებრ აღსარებისა და ზიარების საიდუმლოში ჩართვა);
10.     ვალდებულია დაესწროს სასწავლო ნაწილის გამგის მიერ მოწყობილ აღმზრდელთა კრებებს და წარმოადგინოს საქმიანობის მიმდინარე ანგარიში;
11.     ტრიმესტრში ერთხელ მოაწყოს მშობელთა კრება, სადაც წარმოაჩენს ზოგადად სკოლას, კერძოდ კი, კლასის აღზრდა-განათლების ტექნიკა-სტრატეგიებს, პრიორიტეტებს. ისაუბროს ზოგადად მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და ყოფა-ქცევაზე; მოიწვიოს ძირითადი საგნის პედაგოგები;
12.     დამატებითი კრების აუცილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება შეათანხმოს დირექციასთან;
13.     პერიოდულად შეამოწმოს აღსაზრდელთა კუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების მდგომარეობა;
14.     ყოველ არასასწავლო დღეს დაგეგმილ ღონისძიებას გაუკეთოს სრული ორგანიზება. გახანგრძლივებულის პედაგოგთან ერთად უზრუნველყოს კლასის მოწესრიგებული და უსაფრთხო მონაწილეობა ღონისძიებაში;
15.     იზრუნოს თავისი საკლასო ოთახის ინტერიერსა და კეთილმოწყობაზე;
16.     ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, უნდა შეთანხმდეს დირექციასთან.





3. დამრიგებლის  სააღმზრდლო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
1.       აღზრდის მთლიანობა  – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა ოყოს პიროვნების ზნეობრივი, ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ.
2.       ეროვნულ-პატრიოტული, ზნეობრივი, შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა – მოსწავლის შინაგანი აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის ხელშეწყობა
3.       მოსწავლეთა ჩართულობა – ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გრძნობის განვითრებას.
4.       თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
5.       მოსწავლეების აღზრდა უნდა ხდებოდეს პროფესიონალი პედაგოგების მიერ, რომლებიც პასუხს აგებენ საკუთარი მუშაობის ხარისხზე, ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეულმა მოსწავლემ სრულიად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები;
6.       პედაგოგებმა უნდა მისცენ ბავშვებს საფუძვლიანი ცოდნა, განუვითარონ დამოუკიდებელი მუშაობის, ორგანიზებულობის, საკუთარი ძალების რწმენის უნარები;
7.       აღზარდონ მოწესრიგებული მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე;
8.       პედაგოგები სიყვარულითა და პატივისცემით უნდა განეწყონ ბავშვის მიმართ, გაითვალისწინონ მისი ასაკობრივი სირთულეები და პრობლემები, დაეხმარონ მათ დაძლევაში.
დამრიგებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15  წუთით ადრე და სკოლაში იმყოფებოდეს მანამ,  ვიდრე მის  სადამრიგებლო ჯგუფს არ  დაუმთავრდება მეცადინეობა.
 დამრიგებელი ვალდებულია ჰქონდეს ინდივიდუალური სადამრიგებლო სამუშაო გეგმა.       
დამრიგებელი პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებაზე, სასწავლო  წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს აკადემიური    მოსწრების,  გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის დახასიათება-ანალიზი.
  დამრიგებელი ვალდებულია ყოველდღიურად შეამოწმოს მოსწავლეთა გაკვეთილებზე    დასწრება, კვირის ბოლოს კი მოახდინოს გაცდენების დაჯამება და  ასახვა საკლასო ჟურნალში. ჟურნალი წარმოადგენს სავალდებულო აღრიცხვის დოკუმენტს  და დამრიგებელი პირადად არის პასუხისმგებელი მის მოვლა- შენახვაზე.
დამრიგებელს   კატეგორიულად ეკრძალება საკლასო ჟურნალში არასანქცირებული ჩანაწერის (ნიშნების  გადასწორება, ჩამატება, არების დაჯამებისას მონაცემების შეცვლა) გაკეთება.
 დამრიგებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოსწავლესთან ჩაატაროს  ინდივიდუალური სააღმზრდელო ღონისძიება, ვალდებულია იყოს შუამავალი, მოსწავლესა      და პედაგოგს ან მოსწავლეებს შორის წარმოშობილი პრობლემის მოგვარების საქმეში.  მოსწავლის მხრიდან დისციპლინარული გადაცდომის გამეორების შემთხვევაში დამრიგებელი ვალდებულია მოხსენებით ბარათი წარადგინოს სკოლის დირექციის სახელზე.
 დამრიგებელი ვალდებულია მინიმუმ თვეში ერთი დღე, ადმინისტარციასთან შეთანხმებით, გამოყოს მშობლებთან  შეხვედრებისათვის. მშობელთან ინდივიდუალური საუბრის დროს ყოვლად დაუშვებელია  და  კატეგორიულად ეკრძალება სხვა მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა თუ ყოფაქცევის შესახებ საუბარი.
        სასწავლო პროცესის მსვლელობისას, მოსწავლის გათავისუფლების შემთხვევაში    (შეუძლოდ ყოფნა ან სხვა რამ), დამრიგებელი ვალდებულია გაეცნოს მოსწავლის  მეცადინეობიდან დათხოვნის მიზეზს, რაც აუცილებლად უნდა იყოს ასახული მოსწავლის   მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრიგებელს უფლება არა აქვს თანხმობა მისცეს მოსწავლეს გათავისუფლებაზე. მოსწავლის განთავისუფლება ხდება სკოლის დირექცასთან შეთანხმებით.  დამრიგებელი პირადად არის      პასუხისმგებელი გათავისუფლებული მოსწავლის შემდგომ ქმედებებზე.
       სადამრიგებლო კლასიდან მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელი ვალდებულია მიმღები სკოლისათვის მოამზადოს ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.
 დამრიგებელს კატეგორიულად ეკრძალება სადამრიგებლო კლასის უყურადღებოდ დატოვება.
    დამრიგებელს კატეგორიულად ეკრძალება სასწავლო პროცესის პოლიტიზირება;
 დამრიგებელს, რომელიც ჯეროვნად არ შეასრულებს მოვალეობას, ჩამოერთმევა  სადამრიგებლო კლასი.

სკოლის დირექტორის მოადგილე:
პედ.საბჭოს თავმჯდომარე:

Комментариев нет:

Отправить комментарий