სასარგებლო სტატიები

ნინო ლაბარტყავა - სადამრიგებლო საათი
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში სადამრიგებლო საათის განსახორციელებლად შეიქმნა "სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის". პროგრამის მიზანია, I-IV კლასების დამრიგებლებს საათის რაც შეიძლება სასარგებლოდ დაგეგმვასა და განახორციელებაში დაეხმაროს.

პროგრამა მოიცავს დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა დახასიათებას, სადამრიგებლო საათის თემებს, სადამრიგებლო საათის ნიმუშებს, სასარგებლო რესურსებს.
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, სირთულეთა წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების მოგვარებაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი - სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებელს, თავისი მოვალეობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე. საგნობრივ მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი დაწყებითი კლასისმოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.
სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
. აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

. შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოსავლენად სათანადო პირობების შექმნაა;

. მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა- მოსწავლეებისთვისპასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას;

. თანამშრომლობის პრინციპი _ დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

. ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.

სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;

2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოსა და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრების, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შეიძლება,დამრიგებელმა კლასში დადგას "სურვილების ყუთი", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად.ამ შემთხვევაში დამრიგებელი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. ამ წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელიაშეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.

სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა; პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35-40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებსა და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება კვირის ბოლოს ჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.

სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა - არა? ეს დაეხმარება დამრიგებელს, შემდგომი შეხვედრები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.

ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდან ამგვარად დამრიგებელი დაინახავს ყველა მონაწილეს და შეეძლება განსაზღვროს თითოეულის ჩართულობის ხარისხი.

ასევე, შეიძლებასადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში სადამრიგებლო საათის განსახორციელებლად შეიქმნა "სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის". პროგრამის მიზანია, I-IV კლასების დამრიგებლებს საათის რაც შეიძლება სასარგებლოდ დაგეგმვასა და განახორციელებაში დაეხმაროს.

ასევე, შეიძლებასადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე

verbal abuseბავშვებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ საკმარისად არ საუბრობენ, არადა როგორც კვლევები უჩვენებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად ახორციელებენ მასწავლებლები, როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ თვითონ მშობლები, ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ საკუთარ შვილებზე და თითქოსდა კარგი განზრახვით ნათქვამი სიტყვებით, სინამდვილეში სრულიად საპირისპირო შედეგებს იღებენ. რეალობა კი სამწუხაროდ ის არის, რომ თითქოსდა უმნიშვნელო სიტყვებმა, შესაძლებელია ბავშვს გრძელ ვადაში საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანოს. ეს არაერთმა გრძელვადიანმა კვლევამ დაადასტურა.
რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა?
ემოციური ძალადობა გულისხმობს ბავშვთან მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს:  შეურაცხყოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, ბავშვის აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა.

– შეურაცხყოფამუდმივად გაკრიტიკება–  ბავშვის მუდმივი დამცირება, დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.
ზოგჯერ მშობლები დასცინიან ბავშვს თუ იგი რაიმეს შეცდომით გააკეთებს ან იტყვის. შესაძლებელია მშობლები ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას, რადგანაც ვერაფერს საზიანოს ამაში ვერ ხედავენ. სინამდვილეში ასეთი დაცინვა, როგორც წესი ბავშვს ძალიან თრგუნავს და აკარგვინებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენას. აკარგვინებენ სურვილს იმისა, რომ ის, რაზეც დაცინვით მიუთითეს, საერთოდ სცადოს ხელმეორედ.
განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ბავშვები ასეთ მიდგომას მასწავლებლების მხრიდან, რადგანაც ასეთი ტიპის კომუნიკაცია, როგორც წესი, მთელი ჯგუფის თანდასწრებით ხდება, რაც განსაკუთრებით დამთრგუნველია.  როდესაც ბავშვი შეცდომით პასუხობს კითხვას, ან დავალებას სწორად ვერ აკეთებს, მასწავლებლების ნაწილი ბავშვს ასეთი შედეგისთვის შეურაცხყოფას მთელი კლასის თვალწინ აყენებს. ერთხელ ასეთი ფორმით შერცხვენილი ბავშვი, დიდი ალბათობით კარგავს საკუთარი თავისადმი რწმენას, რის გამოც მისი შემდეგი მცდელობა შესაძლებელია ბევრად უფრო გაუბედავი აღმოჩნდეს. ხოლო ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვი თანდათანობით იჯერებს, რომ ის მართლაც ისეთია, როგორც მას წარმოაჩენს მასწავლებელი.
როგორც კვლევები უჩვენებს, ასეთი მიდგომა ბავშვისადმი ნეგატიურად მოქმედებს მის შემოქმედებით უნარზე, ზიანს აყენებს მის პროდუქტიულობას და იწვევს სოციალურ პრობლემებსაც.
–  დაშინება – სერიოზული ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა შიშზეა აგებული. შიშზე აგებული ურთიერთობის დროს ბავშვი მუდმივად სტრესშია, ეშინია ნებისმიერი ქმედების და ხშირად ვერც კი არჩევს რის გამო შეიძლება დაისაჯოს და რის გამო არა. ასეთ დროს, ბავშვებს ყველა წვრილმანზე საყვედურობენ და მიუთითებენ, აშინებენ შედეგებით, რითიც საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ.
ხშირად როდესაც ბავშვები არ ასრულებენ მშობლის დავალებას, ხდება მათი დაშინება, თუმცა უკვე კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის ის ფაქტი, რომ დასჯა და ფსიქოლოგიურ სტრესში ყოფნა ძალიან ცუდია ბავშვის მოტივაციისთვის.  როგორც წესი ასეთ მიდგომა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო აუარესებს და რეალურად უფრო დიდი პრობლემების გამომწვევია.
– ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება – ძალიან ხშირად უფროსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და არ შეიძლება მას მოვთხოვოთ იგივე, რასაც უფროსი ასაკის ხალხს მოვთხოვდით. ზედმეტად დიდი, ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ბავშვს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. ის ფიქრობს, რომ რადგანაც თხოვენ, ალბათ უნდა შეძლოს და რადგანაც ვერ ახერხებს წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ესე იგი ის არ არის ნიჭიერი, ძლიერი, ჭკვიანი და ა.შ.

ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები
მუდმივი სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხყოფა მშობლის მხრიდან, ბავშვს სულიერად ასუსტებს და აზიანებს კავშირს ბავშვსა და მშობელს შორის. ხშირად ასეთ სიტუაციებში ბავშვები კარგავენ უსაფრთხოების შეგრძნებას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. შესაძლებელია, რომ ბაშვები, რომლებიც მუდმივად ან ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას მშობლების მხრიდან, გახდნენ გადამეტებულად მორჩილნი  მშობლების მიმართ და სრულიად დაკარგონ დამოუკიდებლობის შეგრძნება ან პირიქით, შეიძლება მშობლებს ერთ დღესაც აუჯანყდნენ და მთლიანად უარყონ მათი ავტორიტეტი.
ზოგადად ნებისმიერი უფროსის (მშობელი, მასწავლებელი, ძიძა) მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მყოფ ბავშვებს აქვთ ქცევის პრობლემები, მათ შორის შესაძლოა ჰქონდეთ დეპრესიაც, უჩნდებათ პრობლემები სწავლაში და ასევე სხვებთან კომუნიკაციაში. ხშირად ასეთი ბავშვები ხდებიან ზედმეტად აგრესიულები ან ზედმეტად დამოკიდებულნი, ეზღუდებათ შემოქმედებითი უნარი, სწავლის უნარ, აქვთ დაბალი ენთუზიაზმი და ადვილად ნებდებიან მარცხის შემთხვევაში. მათ აქვთ არასრულფასოვნების შეგრძნება, არ ენდობიან გარშემომყოფებს, ფიქრობენ, რომ არავის უყვარს ისინი და ვერ იგებენ თუ რატომ გრძნობენ თავს ასე ცუდად. ხოლო ზრდასრულ ასაკში კი უფრო დიდი ალბათობით ხდებიან დეპრესიულები.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუ ბავშვი შეესწრო სხვის მიმართ განხორციელებულ ძალადობს (ფიზიკურს ან ფსიქოლოგიურს) ის ისევე ითრგუნება, როგორც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს.
სამწუხაროდ, არაინფორმირებულობის გამო, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები უბრალოდ ბავშვის „დისციპლინისთვის“ აუცილებელი საშუალებებია და მეტი არაფერი. ბევრი ფიქრობს, რომ ამ, ასე ვთქვათ “დისციპლინის” უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. სამწუხაროდ ისინი ცდებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები და ძალადობის ნაცვლად თბილ, სიყვარულით გარემოცულ და მზრუნველ გარემოში გავზარდოთ ჩვენი პატარები, რათა მივცეთ მათ საშუალება ირწმუნონ საკუთარი უნარების და გახდნენ სრულფასოვანი, მოსიყვარულე, სათნო, საკუთარი შესაძლებლობებში დარწმუნებული წარმატებული ადამიანები.

როგორ შევმატოთ ბავშვებს თავდაჯერებულობა 

მარია მონტესორი ცნობილი იტალიელი პედაგოგი, ჰუმანისტი, მეცნიერი და ექიმია. მან შეიმუშავა ბავშვთა აღზრდის სპეციალური მეთოდიკა, რომელიც ეფუძნება თითოეული ბავშვის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას.
მარია მონტესორიმ ჩამოაყალიბა მოკლე მცნებები მშობლებისთვის. მათი გათვალისწინება ნებისმიერი მშობლისთვის სასარგებლო იქნება:

  1. ბავშვები სწავლობენ იმას, რაც მათ გარშემოა.
  2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს.
  3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ, ის შეფასებას სწავლობს.
  4. თუ ბავშვს მტრობას უჩვენებენ, ის ჩხუბს სწავლობს.
  5. თუ ბავშვთან გულწრფელები არიან, ის სამართლიანობას ეჩვევა.
  6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორცხვი და გაუბედავი ხდება.
  7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რწმენას სწავლობს.
  8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ, ის მუდმივად დამნაშავედ გრძნობს თავს.
  9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს, ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.
  10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობას, ის მოთმინებას სწავლობს.
  11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის თავდაჯერებული ხდება.
  12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს.
  13. არ თქვათ ბავშვზე ცუდი - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
  14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.
  15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც მოგმართავთ.
  16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას ახლა ან ცოტა მოგვიანებით.
  17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეეცადეთ შეუმჩნეველი იყოთ იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
  18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, მოთმინებით, ჩუმად და სიყვარულით.
  19. ბავშვთან ურთიერთობისას კარგი მანერებით იმოქმედეთ, დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.

Комментариев нет:

Отправить комментарий