რჩევები მშობლებს



10 მცნება მშობელთათვის-ანტუან ეგზიუპერი
1- ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
2- ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.
3- თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.
4- მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარი ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.
5- არ დაამციროთ!
6- ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.
7- თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად გაგიღიათ.
8- შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის ძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.
9- უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთონ.
10- გიყვარდეთ საკუთარი შვილი, როგორიც უნდა იყოს იგი- უნიჭო, უიღბლო, ზრდასრული. იხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის.


კითხვები მოსწავლის მშობელს მასწავლებლისგან – მზად ხართ პასუხისთვის?

ყველა მასწავლებელმა იცის, რომ კარგი ურთიერთობის დამყარება ყველა მოსწავლის მშობელთან აუცილებელია. თუმცა ყველა მშობელი არ არის მზად, შვილის ახალ სკოლაში გადაყვანის ან სასწავლო წლის დასაწყისში, უპასუხოს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს, რომელზე პასუხიც მათი შვილის სწავლების პროცესს შეუწყობს ხელს.
მაშ ასე, მოემზადეთ და გაითვალისწინეთ.
მასწავლებლის შეკითხვები, რომელზე ამომწურავი პასუხისთვისაც მოსწავლის მშობელი მზად უნდა იყოს:
1. რა მიგაჩნიათ თქვენი შვილის საუკეთესო უნარებად/შესაძლებლობად? მომიყევით როდის შეამჩნიეთ ეს უნარები/შესაძლებლობები.
2. როგორ ფიქრობთ, წლის ბოლოს, რას იტყვის თქვენი შვილი მთელი წლის გამოცდილების შესახებ? რისი მოყოლის იმედი გაქვთ? რას მოგიყვებათ ის?
3. როგორი იყო თქვენი გამოცდილება, როცა თქვენც იმავე კლასში იყავით, რომელშიც თქვენი შვილია? როგორ გახსოვთ თქვენი სასწავლო წელი?
4. რა მოლოდინი გაქვთ თქვენი შვილის მიმართ ამ წელს?
5. როგორ და როდის გინდათ შევხვდეთ ერთმანეთს ამ წელს? რა საკითხზე ისურვებდით რომ შეგეხმიანოთ?
6. არის ისეთი საკითხი, რომელსაც თვლით რომ მე უნდა ვიცოდე? რაც დამეხმარება, უკეთ დავეხმარო თქვენ შვილს სწავლაში?
7. არის საკითხი, რომელზეც მე უნდა გესაუბროთ და ვიცოდე თქვენ შვილთან დაკავშირებით?
ხშირად, დროის სიმცირის გამო, მშობელთან ხშირი კონტაქტი ვერ ხერხდება, ვთვლი, რომ ღირს მშობლებს ამ კითხვებით მივმართოთ. შეგიძლიათ, ამ შეკითხვების დასასმელად სატელეფონო ზარი ან ელექტრონული ფოსტა გამოიყენოთ.
მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა და აზრების გაზიარება ძალიან კარგი საშუალებაა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, შვილს არ იცოდნებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მასწავლებელი. ამავე დროს, პედაგოგმა შიძლება, არ იცოდეს ის ინფორმაცია, რაც მშობელს შეუძლია მიაწოდოს ბავშვის შესახებ.



10 რჩევა მშობლებს...   
  1. მიიღეთ ბავშვი ისეთიროგორიც არის.

  2. არასოდეს უბრძანოთ ბავშვს ახირების გამოდაუშვებელია უაზრო ბრძანებებიმაგრამბავშვის ცხოვრებაში ჩაურევლობაც ისეთივე დანაშაულიაროგორც მუდმივი კონტროლი.
  3.  არასოდეს მიიღოთ გადაწყვეტილება ერთპიროვნულადოჯახური ცხოვრების ოქროს წესიადიარქია (ორხელისუფლებიანობა). როცა დედმამა უერთიერთუთანხმოებაშია მოზარდთანდაკავშირებულ რაიმე საკითხზე – მოზარდისათვის ხდება გასართობი სანახაობა.
  4.  შეინარჩუნეთ ნდობა იმის მიმართვინც გეწინააღმდეგებათ თქვენ.
  5.  საჩუქრები ნაწილობრივ – არავითარი ზედმეტიჩვენ გადავეჩვიეთ შვილისათვის რაიმეზეუარის თქმასუარს უფრო მეტი დადებითი მოაქვსვიდრე ყველა სურვილის შესრულებას.ან უარეს შემთხვევაშივისწავლოთ განსხვავება აუცილებელსა და ზედმეტს შორის.
  6.  ყველაფერში იმოქმედეთ საკუთარი მაგალითითბავშვი გააკეთებს იმასრასაც დაინახავსთქვენგან.
  7.  ილაპარაკეთ ყველაფერზე შიშის გარეშესიტყვა ოქროახოლო დუმილი ეჭვს აღძრავს. 
  8. გაერთიანდით ახლობლებთან ერთადოჯახი კერძო რესპუბლიკააყველაფერი უნდაგაკეთდეს ერთობლივადჭურჭლის რეცხვასაყიდლებზე სიარულისახლის დასუფთავება,გართობის სახეობის არჩევასამოგზაურო მარშუტების განსაზღვრა და სხვა. 
  9.  დატოვეთ კარი ღიაადრე თუ გვიან თქვენ ვეღარ დააკავებთ შვილებსმოზარდებს,ახალგაზრდებს სახლშიარასდროს არ არის გვიანვისწავლოთ თავისუფლება. 
10.  შეემზადეთ შესაბამისი დროისათვისამ შეგონებას მუდმივად მოაქვს ნაღველიადრე თუგვიან მშობლები რჩებიან მარტოვერაფერს იზამთნებისმიერი მშობლიური კარიერაითვალისწინებს ამ მსხვერპლს. 



14-16  წლის მოზარდების ასაკობრივი თავისებურებანი.

 მოზარდის მთავარი თავისებურება ამ ასაკში არის ის , რომ ისინი თავს ზრდასრულ ადამიანებათ  თვლიან. მათთვის  აუცილებლობას წარმოადგენს ყველასთვის იმის მტკიცება, რომ უკვე დიდები არიან, თვითონ შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. მიუხედავად იმისა , რომ გარდატეხის ასაკი უკვე გადალახულია,  მათ მაინც ახასიათებთ მაქსიმალიზმი , რასაც ხშირად გოგონები ისტერიკებით , ვაჟები კი ჩხუბით გამოხატავენ.  მოზარდები ავლენენ ხასიათის ცვალებადობასაც , ზოგჯერ დეპრესიულები არიან, ზოგჯერ კი პირიქით, ზედმეტად მხიარულები. ისინი ჭკვიანები, კონტაქტურები არიან და საკუთარი აზრის მყარად დასაბუთებაც შეუძლიათ. არ მოსწონთ, როდესაც მათ მბრძანებლური ტონით ესაუბრებიან, თვლიან ,რომ თვითონაც შეუძლიათ საკუთარი თავის განკარგვა. უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე აკეთებენ  ,  და თუ რამეს აკეთებენ,  ძირითადათ  თავის გამოსაჩენად. არ შეუძლიათ ლიდერის გარეშე არსებობა  და ხშირად თვითონვე ქმნიან მას. კარგია,როდესაც   ასეთ ლიდერად ისინი მშობელს აღიქვამენ.  ამ ასაკში მოზარდებისთვის ჰაერივით აუცილებელია   შექება, მათი საქციელისა თუ პიროვნული თვისებების მოწონება, პოზიტიური განწყობა მათ მიმართ. მშობელი აუცილებელია,რომ ავტორიტეტი იყოს მათთვის , რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი პატივი სცენ მის აზრს .
გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ამ ასაკში უფრო ხშირად უჩნდებათ მოზარდებს მოწევის სურვილი,თუმცა არსებობს  გამონაკლისებიც,როდესაც ამას ისინი 12-13 წლის ასაკში აკეთებენ.
ხდება მოზარდების სქესობრივი მომწიფება. ეს გარკვეულ ცვლილებებს იწვევს მათ ხასიათშიც. ისინი აღგზნებულები და დაუმორჩილებლები ხდებიან, ხშირად არ იწონებენ სხვის საქციელს, მოსაზრებებს, წამოწყებულ ინიციატივებს. მათი საყვარელი ფრაზაა ამ დროს:“რა სისულელეა, მე ამაში არ მივიღებ მონაწილეობას“. ამ სიტყვების მიღმა იმალება შიში იმის, რომ ვერ გაართმევენ სათანადოთ თავს დაკისრებულ მოვალეობებს, დავალებებს. აუცილებელია ამ დროს არა კრიტიკა,(მაგალითად ასეთი :“თუ არ მოგწონს,შენ უკეთესად გააკეთე, ან შემომთავაზე!“) , არამედ  შექება, მოწოდება აქტიური თანამშრომლობისაკენ და სხვ.
 ყველა ფიზიოლოგიური და  ემოციური ცვლილებების შედეგად მოზარდი საბოლოოდ უფრო მგრძნობიარე და მორცხვი ხდება.  ის მწვავედ განიცდის ნებისმიერ დეფექტს, რომელსაც სხვა ადამიანი არც კი ამჩნევს. მაგალითად მათ არ მოსწონთ  საკუთარი ცხვირის ფორმა, ჭორფლი, ფიქრობენ ,რომ აქვთ ჭარბი წონა ან პირიქით. ნებისმიერი სხეულის თავისებურება მათთვის ტრაგედიაა.
 ზოგჯერ თავის თავში დარწმუნებულები არიან, არ უნდათ სხვისი აზრის გათვალისწინება, მაგრამ არის მომენტები, როდესაც დაუცველობის  გრძნობა უჩნდებათ, მშობლების სითბოს და ალერსს საჭიროებენ. მიუხედავად იმისა , რომ  ხშირად თბილ სიტყვებზე,შექებაზე, დახმარების შეთავაზებაზე უხეშად  პასუხობენ და გულგრილობას იჩენენ,ეს ყველაფერი მოჩვენებითია და მშობელმა უნდა იცოდეს ,რომ მოზარდს დიდხანს ახსოვს  ის, თუ როგორ შეაქეს, რა სიტყვებით მიმართს,როგორ მოუწონეს საქციელი ან გარეგნობა.
ერთ -ერთი თავისებურება ამ ასაკის არის კიდევ  საკუთარი მოისაზრების გაჩენა ნებისმიერ საკითხზე. ის ცდილობს  საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიკავოს და ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის იმის ცოდნა,თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები.
მათთვის დამახასიათებელია სხვადასხვა არაფორმალურ ჯგუფებში გაერთიანება.
აუცილებელია ირგვლივმყოფებმა მოზარდის ნდობა დაიმსახურონ, მოძებნონ მოზარდთან საერთო ენა, დაეხმარონ მას თავი გაართვას პრობლემებს.

ფიზიკური განვითარების თავისებურებები  ( 15-16 წელი).

·         ზრდასრულობა ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებს იწვევს
·         ჩონჩხის ზრდა სრულდება
·         ვაჟები 2 წლით ჩამორჩებიან განვითარებაში გოგონებს

ქცევის თავისებურებები  ( 15-16 წელი).

·         გოგონებს უფრო ადრე უჩნდებათ ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ ვიდრე ვაჟებს
·         განიცდიან საკუთარი გარეგნობის გამო
·         იზრდება სოციალური აქტივობა
·         საკუთარი თავის ძიება
·         ოჯახისგან დამოუკიდებლობის სურვილი
·         მომავალ პროფესიაზე ფიქრი და არჩევანის გაკეთება
·         პირველი სიყვარული
·         უკიდურესობები ქცევაში,რომელიც  მაგალითად ამგვარი ფრაზებით გამოიხატება::“ მე ვიცი ყველაფერი!“ , „არ მაინტერესებს!“, „ნუ ერევით ჩემს საქმეში!“, „რასაც მინდა იმას გავაკეთებ!“) და სხვ.


 



კითხვარი მშობლებისთვის.      
        

  1. მშობლის სახელი და გვარი      --------------------------------------------------------------------------------------------------------
  2. მოსწავლის სახელი და გვარი   -------------------------------------------------------------------------------------------------------
  3. თქვენი სამსახური  ------------------------------------------------------------------------------
  4. არის თუ არა ოჯახი სრულფასოვანი (ორივე მშობელი)  -----------------------------------
  5. არის თუ არა ოჯახი მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი)-------------------------------------------------------------------
  6. ოჯახის წევრები და მათი საქმიანობა  --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  7. არის თუ არა ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში  --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  8. აქვს თუ არა მოსწავლეს თავისი ოთახი, სამეცადინო კუთხე -----------------------------------------------------------------------------
  9. აკისრია თუ არა მოსწავლეს გარკვეული საოჯახო ფუნქციები ( მაგ. უვლის უმცროს დას ან ძმას, დადის საყიდლებზე, ალაგებს ოთახს და სხვ) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  10. როგორი ურთიერთობა აქვს უფროსებთან ( დამჯერი, თამამი, თავისუფალი, უხეში და სხვ. )-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  11. თანატოლრბთან ურთიერთობისას რა თვისებებს ავლენს (ლიდერია, კონფლიქტურია, დამთმობია, მორცხვია , კომუნიკაბელურია  და სხვ.) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  12. რამდენ დროს უთმობს მეცადინეობას ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  13. აქვს თუ არა გამორჩეულად საყვარელი საგანი ან საგნები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  14. ჭირდება თუ არა მითითება დაჯდეს სამეცადინოთ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  15. რომელი საგანი (საგნები) უჭირს და როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  16. ეხმარებით თუ არა გაკვეთილების მომზადებაში და რა ფორმით ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  17. საკოლო ცხოვრების გარდა რით არის დაკავებული  ( წრეები, კლუბები, გატაცებები , ჰობი  და სხვ.)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  18. როგორ ატარებს თავისუფალ დროს,განსაკუთრებით  დიდ დროს რას უთმობს ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  19. რაზე ოცნებობს  ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  20. აქვს თუ არა სამომავლოდ არჩეული პროფესია , თუ აქვს -რომელი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  21. როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილთან -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  22. როგორ დაახასიათებდით თქვენს შვილს (მზრუნველი,თბილი, მოსიყვარულე, კეთილი,მეგობრული, შრომისმოყვარე, აკურატული, დამოუკიდებელი,გულისხმიერი, კრიტიკულად მოაზროვნე და სხვ.)  -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  23. დასჯის რა ფორმებს იყენებთ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  24. წახალისების რა ფორმებს მიმართავთ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  25. დაასახელეთ თქვენი შვილის ძლიერი მხარე -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  26. დაასახელეთ თქვენი შვილის სუსტი მხარე ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  27. რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი შვილის ცხოვრება საინტერესო გახადოთ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  28. თუ შეგიძლიათ ჩამოთვალეთ ის ფაქტორები, რომლებიც თქვენი აზრით განაპირობებს მოსწავლის წარმატებას ,-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  29. რისი თქმა გსურთ დამატებით თქვენი შვილის შესახებ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


    გმადლობთ თანამშრომლობისათვის!


    განქორწინება - რას განიცდიან ბავშვები.




    დღევანდელ საზოგადოებაში განქორწინება საკმაოდ ხშირი მოვლენააგანქორწინება შეიძლება  მტკივნეული იყოს როგორც თავად მშობლებისათვისისე მათი შვილებისათვის.  
    ისთუ რა რეაქციით შეხვდება ბავშვი მშობლების განქორწინებასდამოკიდებულია მის ასაკზეგანვითარების დონეზეპიროვნულ მახასიათებლებზე და  ბევრ სხვა ფაქტორზე.
    ბუნებრივიარომ ბავშვებს მშობლების განქორწინებასთან დაკავშირებით უჩნდებათ სხვადასხვა ემოციებიგანცდებიგანქორწინებამდეც და  განქორწინების შემდეგაც მნიშვნელოვანია მშობლები დასხდნენ ბავშვებთან ერთად და წააქეზონ ისაუბრონ იმაზე თუ რას ფიქრობენ და განიცდიან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.  უმჯობესიამათ ღიად ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზეპოზიტიურზეც და ნეგატიურზეც. 

    ქვემოთ წარმოდგენილია ის განცდებირასაც ყველაზე ხშირად აქვს ადგილი ბავშვებში: 
    • შოკი,როგორც პირველადი რეაქცია
    • ოჯახის , მშობლის დაკარგვის განცდა, მონატრება
    • დარდი,გლოვა დანაკარგზე
    • ბრაზი
    • შიში მომავალთან დაკავშირებით
    • საკუთარი თავის დადანაშაულება
    • ერთ-ერთი ან ორივე მსობლის დადანაშაულება.

    პატარა ბავშვებს უფროსი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებითნაკლებად შეუძლიათ საკუთარი განცდების სიტყვებით გადმოცემათუმცა ეს განცდები შეიძლება გამოვლინდეს ქცევაშითამაშშიემოციურ გამოვლინებებშისკოლის ასაკის ბავშვებში შეიძლება დაეცეს აკადემიური მოსწრებაან ბავშვმა დაკარგოს ინტერესი სხვადასხვა აქტივობებისადმი. 
    შესაძლოა ზოგ შემთხვევაში  ზემოთ აღწერილი განცდები არც ჩანდეს აშკარადზოგი ბავშვი ცდილობს ასიამოვნოს მშობელსან არ ანერვიულოს ის და  ამიტომ მალავს თავის რეალურ განცდებსთავს აჩვენებს თითქოს ყველაფერი რიგზეაუარყოფს თავის ნეგატიურ განცდებსთუმცა ამ შემთხვევებშიც სტრესმა შესაძლოა სხვა გზებით იჩინოს თავიმაგალითადშეიძლება ადგილი ჰქონდეს ცვლილებებს ურთიერთობებშიმადის და ძილის დარღვევებს და სხვა. 
    უმნიშვნელოვანესია მშობლებისახლობლებისა და მეგობრების  მხარდაჭერა იმისათვისრომ ბავშვმა შეძლოს გამკლავება მშობლების განქორწინებით გამოწვეულ უარყოფით განცდებთანროდესაც ბავშვის ფსიქოლოგიური/ემოციური მდგომარეობა მწვავეაუნდა მოხდეს სპეციალისტის დროული ჩარევა. 






    როგორ აღვზარდოთ ბავშვი? – დედა ტერეზას 9 რჩევა


    mother-teresa-with-her-people


    ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ კარგად იცის, როგორ აღზარდოს საკუთარი შვილი; მაგრამ მაინც ხშირად უჩნდებათ კითხვები, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ბავშვთან მიმართებაში. 
    მიუხედავად იმისა, რომ დედა ტერეზას არ ჰყოლია საკუთარი შვილები, ის ბევრი ობოლი, მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვის მშობელი გახდა. 

    დედა ტერეზას რჩევები მშობლებს:

    1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი. ამას თუ შვილს პატარაობიდან ჩაუნერგავთ, ის მართლაც ასეთად გაიზრდება. 

    2. ნუ შეაშინებთ ბავშვს პოლიციით, ურჩხულებით, მგლებითა და ბუებით. ეს მათ არც გააკეთილშობილებს და არც დააჭკვიანებს.

    3. გაზარდეთ თქვენი პირმშო თქვენ მიერ მიცემული კარგი მაგალითებით. ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ თქვენი რჩევები და ნოტაციები. ისინი ხედავენ მშობლის ქცევებს და არ ესმით მათი სიტყვები. 

    4. ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ღირსეული თქვენი შვილის თვალში. არ გამოააშკარაოთ თქვენი სისუსტეები და უარყოფითი მხარეები მის წინაშე. როცა ბავშვები მშობლის სუსტ მხარეებს ხედავენ, ისინი განიცდიან და თვლიან, რომ არ ჰყავთ ცხოვრებაში დასაყრდენი.

    5. ნუ იჩხუბებთ ბავშვების თანდასწრებით. ყოველი ბავშვი თავს პატარად და დაუცველად მიიჩნევს, ამიტომაც მას სჭირდება ავტორიტეტი და დაცვა, გვერდში დგომა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც და თუ ბავშვი ესწრება ჩხუბს, ტყუილსა და უსამართლობას, მაშინ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს. ეს ხშირად ბევრი ოჯახური თუ საზოგადოებრივი ტრაგედიის მიზეზი ხდება. 

    6. არასოდეს გამოიყენოთ ბავშვზე ძალა. უკიდურეს შემთხვევაში (თუკი მან ეს მართლაც დაიმსახურა), შეგიძლიათ მოსცხოთ უკანალზე, მაგრამ არა ძლიერად! არასოდეს დასაჯოთ ის, როცა გაბრაზებული ხართ. მის მეხსიერებაში დატოვებთ სიძულვილისა და ბოროტების შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობის. თუ მაინც დასჯაზე მიდგება საქმე, აგრძნობინეთ მას სამართლიანობა. 

    7. არასოდეს დაანახოთ ბავშვს გაბრაზებული, გაბოროტებული სახე. მან შეიძლება უცებ დაივიწყოს, ტაკოზე რომ მოარტყით, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს ბოროტებითა და სიძულვილით სავსე გამოხედვას. ბავშვი იმიტომ კი არ უნდა დასაჯოთ, რომ თქვენ მოთმინება არ გეყოთ, არამედ იმიტომ, რომ ბავშვს დაანახოთ, რომ არსებობს წესები (მისივი საკეთილდღეოდ), რომლების დაცვაც აუცილებელია. 

    8. ბავშვი ყოველთვის და ყველაფერში უნდა ენდობოდეს მშობელს და ემორჩილებოდეს კიდეც მას - ეს არის მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი წესი. 

    9. დაბოლოს, ყველაზე მთავარი – ეს მშობლების სიყვარულია და ბავშვის ინტერესების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ასევე, სიმშვიდე ოჯახში და არანაირი ფიზიკური დასჯა.

    გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც ის არის: თავისი კაპრიზებით, არასწორი საქციელითა და პატარ-პატარა ურჩობებით. 




    ტესტი : როგორი მშობელი ხართ?


    დაფიქრებულხართ  როდესმე იმაზე , თუ როგორი მშობლები ხართ ?
     ან უმკლავდებით თუ არა თქვენს მოვალეობებს ?  ამაში ეს ტესტი დაგეხმარებათ. გაეცით პასუხი (კი,არა,ზოგჯერ).

    1. ეცნობით თუ არა პუბლიკაციებს, რადიო და სატელევიზიო გადაცემებს აღზრდის პრობლემატიკაზე?
    2.   თვლით თუ არა , რომ შვილის მიუღებელი ქცევა შეიძლება იყოს თქვენს მიერ გაწეული აღზრდის შედეგი?
    3.      ბავშვის აღზრდის საკითხებში   თქვენი და თქვენი მეუღლის აზრი ემთხვევა ერთმანეთს?
    4.   თუ ბავშვი დახმარებას შემოგთავაზებთ, მაშინაც კი მიიღებთ მას თუ ეს საქმეს მხოლოდ გაგირთულებთ?
    5.    აკრძალვის ან ბრძანების ფორმას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იყენებთ?
    6.        ხშირად  თვლით თუ არა ,რომ ბავშვიც შეიძლება იყოს მართალი და თქვენ ცდებოდეთ?
    7.    გააზრებული გაქვთ თუ არა,რომ გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენს შვილზე?
    8.     აღიარებთ თუ არა, რომ ფიზიკური აქტივობები აუცილებელია მოზარდის ჰარმონიული განვითარებისათვის?
    9.  შეძლებთ თუ არა ბრძანების ნაცვლად თხოვნით მიმართოდ ბავშვს, მაშინაც კი როდესაც ძალზე გაღიზიანებული ხართ?
    10.   ხშირად მიმართავთ ბავშვს სიტყვებით: „დამაცადე,  ჯერ არ მცალია?“, ან მაგისთვის დრო არ მაქ?“

    შედეგი:
    დადებითი პასუხი-2 ქულა.
    „ზოგჯერ“  - 1 ქულა.
    უარყოფითი პასუხი-0 ქულა.
    6 ქულაზე ნაკლები .   ნამდვილ აღზრდაზე ბუნდოვანი წარმოდგენა  გაქვთ. და თუმცა ამბობენ ,რომ დაწყება არასდროს არ არის გვიანო, მთლად ამ გამონათქვამს ნუ  დაეყრდნობით. სასწრაფოდ გაიუმჯობესეთ ცოდნა ამ სფეროში.
     7 -14 ქულა.   თქვენ არ მოგდით მნიშვნელოვანი  შეცდომები აღზრდის პროცესში. მაგრამ ზოგიერთ გარემოებებზე  უნდა დაფიქრდეთ. მაგალითად უახლოესი დასვენებები მთლიანად მიუძღვენით შვილებს. დაივიწყეთ მეგობრები და სამსახურეობრივი პრობლემები. დარწმუნებული იყავით, ისინი ამას ნამდვილად დაგიფასებენ.
    15 ქულაზე მეტი - საკმაოდ კარგი მშობელი ხართ, მზრუნველი და ყურადღებიანი, მაგრამ ეგებ უფრო გააუმჯობესოთ რამე თქვენს ბავშვებთან ურთიერთობაში? 






    ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ბავშვი იზრდება ოჯახში. დედასა და მამას მის აღზრდაში განსხვავებული ფუნქციები აკისრია, მაგრამ ოჯახი მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით აღწევს სასურველ შედეგს. 

    მშობლები და ბავშვების აღზრდა.


    კაცობრიობის განვითარების პირველ დღიდან - თანამედროვეობამდე ცნობილია და უდაოდ აღიარებულია, რომ   ოჯახისა და მშობლების როლი და ფუნქციები ბავშვთა აღზრდაში შეუცვლელი და შეუდარებელია და ამაზე უფრო ეფექტური ინსტიტუტი ადამიანს ვერ აღმოუჩენია. ასევე უდაოა, რომ თვითოეულ მშობელს უნდა გააჩნდეს ბავშვის ოჯახში აღზრდის მიზნები, პროგრამა და გათვითცნობიერებული ჰქონდეს, როგორი სურს, რომ აღიზარდოს მისი შვილი.
        როგორია მშობელი დღეს? 
    ამის თაობაზე არსებობს მრავალი შეხედულება და შეფასება. გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს:
    -       მშობელი, რომელიც თვლის, რომ შვილი უნდა გაზარდოს დედ-მამის პირად მაგალითზე - ანუ ავტორიტეტული მშობელი;
    -       მშობელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვს არ უნდა მისცე დიდი თავისუფლება და, რომ ის უდაოდ უნდა ემორჩილებოდეს დედ-მამის ნებასა და ასრულებდეს მათ მოთხოვას - ანუ ავტორიტარული მშობელი;
    -       მშობელი, რომელსაც აღზრდის პროცესი მიშვებული აქვს თვითდინებაზე და ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევს - ანუ დაუდევარი მშობელი.
    რა როლი ეკისრება მშობელს ბავშვის აღზრდაში?
    დედის როლი - ბავშვის უპირობოდ აღქმა, რის შედეგადაც ის ვითარდება, როგორც ოჯახისა და მეგობართა წრის თანაბარი და თანასწორი წევრი.
    დედის პრინციპები: 
    -       აღქმა;
    -       დახმარება;
    -       გაგება
    მამის როლი - ბავშვთან ურთიერთობაში სამართლიანობა, მოთხოვნა და კონტროლი, რის შედეგადაც ბავშვი თანხმდება დამორჩილებასა და დაჯერებას.
    მამის პრინციპები:
    -       ვალდებულება;
    -       პასუხისმგებლობა;

    -       დაცვა.  

    ავტორი :მზია ნაკაშიძე







    ავტორი 
    თამარ მუმლაძე

    კამათი ოჯახში, ბავშვი კონფლიქტურ ოჯახში
    აბსოლუტურად ყველა ოჯახში კამათობენ და ეს სავსებით ნორმალურია.  უბრალოდ ზოგი ადამიანი კამათის ენერგიას კონსტრუქციული მიზნებისთვის იყენებს და ერთმანეთის მიმართ ტაქტიანად გამოხატავენ პრეტენზიას, ზოგი კი კამათს არაგონივრულად უდგება-ებუტება პარტნიორს და რამდენიმე დღე არ ელაპარაკება, აკეთებს ყველაფერს რათა პარტნიორს მისი არასწორობა დაუმტკიცოს, ყვირიან, რთავენ ბავშვებს კამათში და სხვა.  
    ოჯახში კონფლიქტური სიტუაციისგან ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან. კონფლიქტურ ოჯახებში ბავშვებზე არაპირდაპირი ზემოქმედება ხდება, როგორც ასოციალური ოჯახების მაგალითზე (ნარკომნების, ლოთების ოჯახები). მაგრამ ასეთი ზემოქმედებაც აუცილებლად აისახება ბავშვის პიროვნულობაზე. 
    ოჯახში კონფლიქტურმა სიტუაციამ ბავში შესაძლოა სხვადასხვა პოზიციაში ჩააყენოს:

    •  ბავშვი  მშობლების ჩხუბისა და გარჩევის ჩუმი თვითმხილველია;
    • ბავშვი, რომელზეც გაბრაზებული მშობლი ჯავრს იყრის;
    • ბავშვი, როგორც „კოზირი “ მშობლის ხელში;
     ჩუმი თვითმხილველი 
    მშობლები და ბავშვები შეადგენენ ერთ მთლიანობას - ოჯახს. მშობლები ქმნიან ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების ბაზას. ხშირად მშობლები ნაკლებად უფიქრდებიან თუ რამხელა ზიანს აყენებენ ბავშვის ფსიქიკას თავისი უსასრულო ჩხუბებით. ოჯახში დამოკიდებულება შემდგომში უნერგავს ბავშვს საკუთარ თავისადმი რწმენას, ნდობას. მშობლებს შორის სტაბილური ურთიერთობა ბავშვს დაცულობის შეგრძნებას აძლევს. კონფლიქტურ ოჯახში კი ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს, ხოლო მუდმივი კონფლიქტები კი უფრო აღრმავებს მის ფსიქოლოგიურ ტრამვას. ბავშვები და მოზარდებიც ბოლომდე არ არიან გარკვეული ცხოვრებისეულ სირთულეებში. მათ გაგებაში მათი საყვარელი ადამიანი აუცილებლად დადებითი პერსონაჟია. ბავშვს ორივე მშობელი უყვარს და მათ შორის ჩხუბი მათი სამყაროს დაგრევის ტოლფასია. ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან კონფლიქტის მიზეზს, ამიტომ ყოველივეში საკუთარ თავს თვლიან დამნაშავედ. ისინი ჩუმად იტანჯებიან და ნელ-ნელა უცხოვდებიან. ბავშვის სულიერი ტრამვები იწვევს უამრავ ნერვულ დაავადებას: ღამის ენურეზს, ტიკებს, სხვადასხვა სახის შიშებს, ყურადღების გაფანტვას და სხვა. ბავშვი ხდება ჩაკეტილი, უცხოვდება, მშობლების მიმართ მტრული დამოკიდებულება უღვივდება, რაც მომავალში სხვა ადამიანების მიმართაც ვლინდება. მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ბავშვის ფსიქიკაზე ცუდ გავლენას მხოლოდ ღია კონფლიქტები ახდენს, უშუალოდ რომელთა შემსწრეც ბავშვები გახდნენ. ეს აზრი სწორი არ არის. ბავშვები ძალინ კარგად გრძნობენ ოჯახში დაძაბულობას და ემოციურ მუხტს. შეიძლება მშობლებმა ბავშვის წინ არ იჩხუბონ, მაგრამ თქვენი პატარა აუცილებლად იგრძნობს თქვენს შორის დაძაბულობას. მშობლებს შორის სიცივემ, ურთიერთობის გაურკვევლობამ და სამარისებურმა სიჩუმემ ასევე შეუძლია არანაკლებ დაუზიანოს ბავშვს ფსიქიკა.
    ბავშვი, რომელზეც გაბრაზებული მშობელი ჯავრს იყრის
    ხშირია შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილო, გაბრაზებული და ყველანაირად გაღიზიანებული მშობლები აურყოფით ენერგიას ბავშვზე ავლენენ. ბავშვი, რომელიც ფიზიკურად მამას გავს და მისი ქცევის რაიმე მახასიათებილიც აქვს შეიძლება დედის მუდმივი ჯავრის ამოსაყრელი ობიექტი გახდეს. დედა, რომელიც მეუღლეზე ვერ ცლის უარყოფით ენერგიას, რომელსაც ეშინია ძლიერი სქესის წარმომადგენლის და ვერაფერს ვერ უბედავს მთელი ყურადღება ბავზე გადააქვს და მეუღლეზე გამწარებული პატარას უსწორდება. მშობელი ბავშვში არა საკუთარ პატარა შვილს ხედავს, არამედ მისი სახით მტრის ხატს ქმნის. ყოველი პატარა ცელქობისთვის სასტიკად სჯის და ბავშვის ხარჯზე თვითდამკვიდრებას ეწევა (ვიღაცას ხომ ერევა ოჯახში).

    ბავშვი, როგორც „კოზირი “ მშობლის ხელში
    ხშირად დედა და მამა ცალ-ცალკე  ბავშვის მიმართ დიდ მზრუნველობას გამოხატავენ. ისინი ცდილობენ ბავშვის თავის მხარეზე გადმობირებას, შთააგონებენ, რომ არ ჰქონდეს მას ურთიერთობა მეორე მშობელთან, ამხედრებენ ერთმანეთის მიმართ და სხვა. ჰიპერზრუნვა და ბავშვის ნებაზე გაშვება სინამდვილეში განპირობებულია არა ბავშვზე ზრუნვით, არამედ მშობლის მარტო დარჩენის, გაურკვევლობის შიშით, და ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრების მცდელობით. ასეთი დამოკიდებულება ძირითადად ქალბატონებს ახასიათებთ. 
    საკუთარი პრობლემების მოგვარების იარაღად ბავშვის გამოყენება უფრო ამძიმებს სიტუაციას ოჯახში და უფრო მეტ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს მას. ბავშვმა აღარ იცის ვის ენდოს, რომელი მშობლის ბრძანება შეასრულოს, რით დაიმსახუროს მშობლის სიყვარული, რა დააშავა რომ მას გამუდმებით უმიზეზოდ სჯიან, ზოგჯერ კი ყველაფრის უფლებას აძლევენ, რატომ არ უნდა ელაპარაკოს და არ უყვარდეს მეორე მშობელი და სხვა. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი დაბნეულია, არ იცის ქცევის წესები, ურთიერთობა ადამიანებთან და სხვა.
    ოჯახური კონფლიქტი კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება თვითონ ბავშვიც იყოს. მშობლებს სურთ, რომ ბავშვი კარგად აღიზარდოს, მაგრამ ყველა ადამიანს „კარგის“ განსზაღვრება განსხვავებული აქვს. ხშირად მშობლები ბავშვებს ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს აძლევენ: დედა - „მე შენნაირი გაუგონარი ბავშვები არ მიყვარს“,  მამა-„შენნაირი წყნარი და დამჯერი დედიკოს ბიჭები ნამდვილი ვაჯკაცები არ იზრდებიან“. სინამდვილეში კი მსგავს ბრძანებებში უკმაყოფილების ნოტები მიმართულია მეუღლეების მიმართ. ქალი უკმაყოფილოა იმით, რომ მისი მეურლე არ ითვალისწინებს მის რჩევებს და მაინც ყველაფერს თავისებურად აკეთებს, ხოლო მამაკაცი აგონებს რომ არ დანებდება და არ აპირებს მისი პრეტენზიების მოსმენას და, რომ მის მეუღლეს საერთოდ არ ესმის მამაკაცური პრინციპეპი. მეუღლეები იმის ნაცვლად , რომ დასხდნენ და საკუთარი პრობლემები ბავშვის ჩართულობის გარეშე მოაგვარონ პირიქით მაქსიმალურად ცდილობენ მის საკუთარ პრობლემებში ჩათრევას. ხშირად მშობლები კამათის დროს ბავშვს სთხოვენ მხარის ამორჩევას, ეკითხებიან ვინ უფრო მეტად უყვართ დედა თუ მამა. ბავშვს სინამდვილეში ორივე მშობელი უყვარს და ცდილობს ხან ერთ გაუმართლოს იმედები და ხან მეორეს. პატარის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მშობლები არაერთ ხრიკს მიმართავენ: საჩუქრები, შეპირებები, მუქარა და სხვა. მშობლებს უნდათ ბავშვი ჩაერთოს მათ კონფლიქტში და განსაზღვროს ვინაა მართალი და მტყუანი. თქვენი შვილი კი როცა წამოიზრდება უბრალოდ ისწავლის ამ თქვენი სიტუაციის გამოყენებას და თავის სასარგებლოდ, ანუ ვინ უფრო სახარბიელო წინადადებას შესთავაზებს იმის მიხედვით მოქცევას. მსგავსმა გამუდმებულმა კამათებმა ბავშვს ემოციური გადაღლილობა, ხასიათის ცვალებადობა, მადის და ძილის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. მას არ შეუძლია თქვენი კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ მას შეუძლია თავად მოიქცეს ცუდად და თქვენი ყურადღება ამდაგვარი საქციელით მიიპყროს. ასეთი ბავშვები პროტესტის ნიშნად იმდენად ცუდად იქცევიან , რომ მშობლებს საკუთარი თავები და გასარჩევი საქმეები ავიწყდებათ. სწორედ ესაა მათი მიზანი. 

    როგორ დავძლიოთ კონფლიქტი ოჯახში?
    როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალია, რადგან ოჯახი შედგება რამდენიმე განსხვავებული ადამიანისგან, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა აზრი, ღირებულებები, გაგება, ჩვევები და სხვა. მთავარია არ უგულებელყოთ პრობლემა, წიინაღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა ცოტა ხანში თავს ჩხუბში იჩენს. ისწავლეთ და მიეჩვიეთ პრობლემის კონტრუქციულად მოგვარებას. თავს ნუ აარიდებთ კამათს - ისწავლეთ ჟანსაღი კამათი.  გაითვალისწინეთ ორივე მხარის აზრი და მოძებნეთ გამოსავალი. ნუ დაუწყებთ დამნაშავის მოძებნას, გაერთიანდით და დასვით მთავარი საკითხი -„როგორ მოვიქცეთ ამ პრობლემის დასაძლევად?“ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს ოჯახში მოხდა კამათი, ეს იმისთვისაა, რომ გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობები, შერიგდეთ და კვლავ განაგრძოთ წყნარი ცხოვრება უკეთესად. 
    ფსიქოლოგები დესტრუქციული კამათის თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ:

    • არ მოიბოდიშოთ დროზე ადრე;
    • არ აარიდოთ თავი კამათს, არ გაჩუმდეთ და არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. ისაუბრეთ თქვენი გრძნობების შესახებ ახსენით რატომ არის ეს საკითხი თქვენთვის ასეთი მტკივნეული და სხვა;
    • არ მიაყენოთ ერთმანეთს პირადი შეურაცხოფა;
    • არ თქვათ, რომ ყველაფერი როგზეა, როდესაც სინამდვილეში ნაწყენი ხართ. ეს წყენა ოდესმე აუცილებლად იჩენს თავს;
    • პირდაპირ ვუთხრათ უკმაყოფილების მიზეზი და არა არაპირდაპირად გააგონოთ მეუღლეს თქვენი უკმაყოფილება;
    • ნუ დაემუქრებით ;
    • იკამათეთ ბავშვების დაუსწრებლად;
    • გულახდილად ისაუბრეთ საკუთარ გრძნობებზე;
    • გაარკვიეთ რაში ეთანხმებით და რაში არა მეორე ნახევარს;
    • დაელოდეთ ვიდრე თქვენი ფეთქებადი მეუღლე დაწყნარდება და მერე მშვიდად განიხილეთ მომხდარი;
    • თუ თქვენს კონფლიქტს ბავშვი შეესწრო, კამათის ბოლოს აუცილებლად შერიგდით, ჩაეხუტეთ ერთმანეთს, აკოცეთ. ბავშვებმა უნდა დაინახონ რომ ყველაფერი რიგზეა და თქვენს ოჯახს არაფერი არ ემუქრება;





    როგორ ვესაუბროთ მასწავლებელს

    მოამზადა ირმა კახურაშვილმა




    ვიდრე ბავშვი სკოლის მოსწავლეა, მშობელი ვალდებულია ეკონტაქტოს მასწავლებელს. ზოგჯერ მათი ურთიერთობა ძალიან იძაბება, ზოგჯერ კი პედაგოგი ბავშვისა და მშობლის კეთილგანწყობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა მუდმივად თხოვს მშობლებს დაინტერესდნენ თავიანთი შვილების სკოლის ცხოვრებით, ბევრი კარგ ან არცთუ სასიამოვნო ამბებს მხოლოდ მშობელთა კრებაზე იგებს.
    თუ მშობელს შვილის სწავლის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება სურს, მშობელთა კრებაზე იმედგაცრუებული დარჩება. კარგად დაგეგმილ კრებაზე მასწავლებელი ცალკეული ბავშვების ქმედებებზე სხვა მშობლების თანდასწრებით არ საუბრობს და ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. კრების მიზანია მასწავლებელმა მშობლებს აცნობოს, რა მდგომარეობაა კლასში, რა პრობლემები აქვს კლასს და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა. 
    სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ბავშვებზე კოლექტივი, ანუ კლასი მძლავრ გავლენას ახდენს. თუ მშობელს არ ეცოდინება კლასის ზოგადი განწყობა, ვერასდროს მიხვდება, რა აწუხებს მის შვილს. 
    არასასურველია მშობელმა თავად ჰკითხოს მასწავლებელს რამდენად წარმატებულია ან წარუმატებელი მისი შვილი. ამის გაგება პირადი შეხვედრის დროს აჯობებს. მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ სკოლაში მაშინ მოდიან, როცა თვითონ სცალიათ. მასწავლებელს კი, შესაძლოა, ამ დროს სხვა საქმეები ჰქონდეს. წინასწარი შეთანხმება ამ საკითხს იოლად დაარეგულირებს. მშობლებს ავიწყდებათ, რომ მასწავლებელს სკოლაში მჭიდრო გრაფიკი აქვს, სკოლის შემდეგ კი თავის ოჯახს უნდა მიხედოს.        
         მასწავლებელთან შესახვედრად სასურველია მშობელი შეემზადოს და განსაზღვროს, რისი გაგება სურს მისგან. მშობელს პრეტენზიებიც რომ ჰქონდეს, დიალოგის რეჟიმიდან არ უნდა „ამოვარდეს". სანამ მშობელი მასწავლებელს შეხვდება,  უნდა დაფიქრდეს, რით არის გამოწვეული ის, რომ მისი შვილი კარგად არ სწავლობს. ხშირად ამის მიზეზი ოჯახური კონფლიქტებია, ჩვენ კი პრეტენზიებს მასწავლებელს ვუყენებთ. თუ სახლში დაძაბული სიტუაციაა, ამის შესახებ მასწავლებელმაც უნდა იცოდეს. ბავშვები ყველაფერს განიცდიან. მშობელმა და მასწავლებელმა ბავშვს თანადგომა უნდა გამოუცხადოს.     
    თუ მასწავლებელი მოსწავლეს დაბალი კლასებიდან არ იცნობს, მშობელს შეუძლია მისი ბავშვობის ზოგიერთი დეტალი გააცნოს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი დაწყებით კლასებში კარგად სწავლობს, მერე კი სწავლაზე გულს იცრუებს. მიზეზების დადგენა აქაც მშობლის და მასწავლებლის ვალდებულებაა. შეაყვარებს თუ არა თავის საგანს მასწავლებელი, ეს უკვე მხოლოდ მასზე და ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული.
     თუ ბავშვი კლასელებთან კონფლიქტობს, უპირველესად, ამას მშობელს უზიარებს და არა მასწავლებელს. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი მშობელმა და მასწავლებელმა ერთად უნდა ეძიონ.          
    ხშირად ბავშვები მასწავლებელებს უჩივიან და ცდილობენ ბევრ რამეში დაადანაშაულონ - კარგად არ მასწავლის, ხმას უწევს, არ იცის თავის საგანი... ვიდრე მშობელი ბავშვს დაუჯერებს, აუცილებელია მასწავლებელს გაესაუბროს, მშვიდად და არგუმენტირებულად. ბავშვებს ჩვევიათ სიტუაციის გაბუქება ან მისი არასწორად აღქმა. 
    როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს მასწავლებელი, მშობელმა არ უნდა შეურაცხყოს. ამით საქმეს არ ეშველება. მასწავლებელი, რომელიც შენიშვნას არ იმსახურებს და მაინც მიიღებს, განაწყენდება და ინერვიულებს ან ბავშვის მიმართ ნეგატიურად განეწყობა. ნებისმიერი აგრესია ბადებს აგრესიას. მასწავლებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს უნდა გვახსოვდეს. 
    თუ მშობელმა ნამდვილად იცის, რომ მასწავლებელი მისი შვილის წინაშე დამნაშავეა, უკეთესია, სიტუაციის გარჩევას ბავშვი არ დაასწროს. შესაძლოა, მასწავლებელმა ახსნას, რატომ ამოეწურა მოთმინება, რატომ წამოცდა არასასურველი სიტყვა, რატომ იყო იმ დღეს უგუნებოდ და კონფლიქტიც მალევე მოგვარდება. მშობელმა დიალოგი  შეტევითი ფრაზით - „თქვენ დამნაშავე ხართ" -არ უნდა დაიწყოს. უმჯობესია თქვას:   „ძალიან განვიცდი ამ სიტუაციას", რაზეც მასწავლებლის მობოდიშებას მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, უშეცდომო არავინაა.         
    მშობელი არასოდეს უნდა გამოექომაგოს ბავშვს ასეთი ფრაზით: „მათემატიკას თუ ვერ სწავლობ, არაფერია. მეც ისეთი მასწავლებელი მყავდა, რომ ვერ ვსწავლობდი, მაგრამ, ხომ ხედავ, დღეს ყველაფერი კარგად მაქვს". ეს ბავშვისათვის ცუდი მესიჯია. შვილისთვის მშობელი ავტორიტეტია და ამიტომ მათემატიკას არც მომავალში ისწავლის.   
    სანამ მშობელი ბავშვის დაბალი ნიშნების გამო მასწავლებელს პასუხს მოთხოვს, შვილის რვეულები და კონსპექტები საგულდაგულოდ უნდა ნახოს. იქნებ, მასწავლებელთან მისვლა საჭირო არც იყოს. თუ მასწავლებელი ბავშვს უმიზეზოდ ჩაგრავს, ასეთი ბავშვები კლასში სხვებიც იქნებიან. მშობლები ჯერ დამრიგებელს უნდა გაესაუბრონ. შემდეგ კი საგნის მასწავლებელს შეხვდნენ. მასწავლებელს მშობლები თავიდან ვეღარ აღზრდიან, მაგრამ მისი სხვა მასწავლებლით ჩანაცვლება განცხადების საფუძველზე ყოველთვის შეიძლება.     
    თუ ბავშვს დაბალი ნიშანი დამსახურებულად ეკუთვნის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი ბავშვის მიმართ ცუდად არის განწყობილი, ის მხოლოდ მისი სწავლითაა უკმაყოფილო. მასწავლებლის ინტერესში არ შედის ჰყავდეს დაბალი მოსწრების მოსწაველეები. სწავლა შრომაა და შრომას მიჩვევა უნდა. მასწავლებელში მშობელი თანამოაზრეს უნდა ხედავდეს, მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს. 






    19  კითხვა მასწავლებელს - ხართ მზად                    ამომწურავი პასუხისთვის?


    სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებს განსაკუთრებით აინტერესებთ მთელი წლის მანძილზე რა უნდა ისწავლონ მათმა შვილებმა. მასწავლებელი კი მზად უნდა იყოს, მშობლის ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს. კითხვების საშუალებით მშობლები იგებენ, როგორ და რაში შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს, მისცენ რჩევები დამოუკიდებლად მუშაობისთვის.

    მაშ ასე, მშობლებო, თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები, თქვენ კი მასწავლებლებო, მოემზადოთ ამ კითხვებისთვის:


    1. რა აკადემიურ სტანდარტს იყენებთ და რა მჭირდება რომ ვიცოდე მათ შესახებ?

    2. როგორ დაეხმარებით ჩემ შვილს, როცა ის კლასში წინააღმდეგობებს აწყდება?

    3. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი, რაც ჩემ შვილს სჭირდება, რომ გაიგოს წლის ბოლომდე? 

    4. რაზე ხართ ფოკუსირებული თქვენ, ძლიერ თუ სუსტ მხარეებზე? 

    5. როგორ იყენებთ თქვენ შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებას ყოველდღიურად, გაკვეთილზე? 

    6. როგორ იყენებთ გაკვეთილზე კრიტიკულ აზროვნებას?

    7. როგორ ხდება მოსწავლის შეფასება? რას ისახავს მიზნად - სწავლისათვის ხელისშეწყობას თუ უბრალოდ, სწავლის ხარისხის გაზომვისათვის გამოიყენება? 

    8. როგორ შევუწყო ხელი წიგნიერებას ჩემს სახლში? 

    9. რა სახის შეკითხვებს მირჩევდით, რომ ჩემს შვილებს ყოველდღიურად, გაკვეთილების შესახებ ვკითხო? 

    10. როგორ მიმდინარეობს პროცესი თქვენს გაკვეთილზე და ზოგადად სკოლაში? 

    11. როგორ ზომავთ აკადემიურ პროგრესს? 

    12. რა სასწავლო სტრატეგიას და წიგნებს გამოიყენებთ ამ სასწავლო წელს? 

    13. რა სასწავლო მოდელებს იყენებთ (მაგალითად, პროექტზედაფუძნებულისწავლება, მობილურით სწავლება, თამაშზე დაფუძნებული სწავლება, დაა.შ.), და რამდენად სასარგებლოა ამ მოდელებით სწავლება? 

    14. რა არის საუკეთესო სკოლის რესურსი ან რაიონის რესურსი რომელსაც მოსწავლეები ან ოჯახები არ იყენებენ?

    15. რომელ ტექნოლოგიას გაუწევდით რეკომენდაციას, რომელიც ჩემ შვილს დამოუკიდებლად სწავლაში დაეხმარება? 

    16. რა არისყველაზე გავრცელებული ბარიერები რომლებიც ხელს გიშლით აკადემიური პროგრესის გაუმჯობესებაში თქვენს კლასში? 

    17. როგორ იცვლება განათლება? 

    18. როგორ ხედავთ მასწავლებლის როლს სწავლის პროცესში? 

    19. რა გამომრჩა, რაც არ მიკითხავს თქვენთვის და უნდა ვიცოდე?

    წყარო: edutopia.org


     































    1 комментарий:

    1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

      ОтветитьУдалить